„ქართული ოცნება“ ასე უყურებს საკითხს: „ - მოვიგეთ არჩევნები, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“
13:21:39     06-03-2018
„ქართული ოცნება“ ასე უყურებს საკითხს - მოვიგეთ არჩევნები, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, მინისტრების პარლამენტში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობის საკანონმდებლო ვალდებულებაა, პარლამენტში მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ, რასაც მინისტები არ ასრულებენ.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ წელიწადნახევარია ითხოვს მინისტრების პარლამენტში მისვლას და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში კითხვებზე პასუხების გაცემას, თუმცა მინისტრები კანონის დარღვევას არ ერიდებიან და მოთხოვნას ხშირად წერილობითაც კი არ პასუხობენ.
„დღევანდელი კანონმდებლობით ყველა მინისტრს მკაფიო ვალდებულება აქვს, ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტში მოვიდეს და დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. მინისტრები ამ კანონის იგნორირებას ახდენენ. ავიწყდებათ, რომ ეს მათი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე. დღესაც ველოდებით ორი მინისტრის მოსვლას, თუმცა არც საგარეო საქმეთა და არც ფინანსთა სამინისტროებიდან პასუხი არ არის როდის შეძლებენ სტუმრობას. ეს არაა „ევროპული საქართველოს“ პრობლემა, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა, რომელიც ავლენს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კანონების მიმართ. ისინი ასე უყურებენ საკითხს - მოვიგეთ არჩევნები, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.