„ენმ“ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კონსულტაციების დაწყებას მოითხოვს
12:56:32     06-03-2018
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში კონკრეტული წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამ წინადადებების რეზოლუციაში შეტანით, დოკუმენტს ქმედითი ძალა ექნება.
„ჩვენი კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოხდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები თუ რა უნდა ჩაიდოს რეზოლუციაში იმისთვის, რომ მან შეიძინოს რეალურად ქმედითი ძალა. ეს, პირველ რიგში შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დაუყოვნებლივ კონსულტაციების დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების, ხოლო მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს.
ფორმატის მანდატი უნდა გახდეს გამჭვირვალე, ეს მანდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, მომლაპარაკებელი პირი უნდა განისაზღვროს პარლამენტის თანახმად, მომლაპარაკებელი პირი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ჩვენი წინადადებები ასევე უკავშირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მომიჯნავე რეგიონებში. ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები, რომელსაც დღეს გავაჟღერებთ",- განაცხადა სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები აქვს.