„მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყვიტონ“
12:06:55     06-03-2018
გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემდეგ, საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინიტროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
გერმანიის შს სამინისტროს უწყების წარმომადგენლები ქართულ მხარესთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მიგრაციული ნაკადების მხრივ არსებული ვითარებისა და პრობლემების მოგვარების შესახებ იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის ,,ბოროტად გამოყენება“ შეწყვიტონ.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები პატივისცემით ეკიდებოდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
ჩვენ თუ ბოროტად ვისარგებლებთ იმ ძალიან დიდი მიღწევით, რომელიც საქართველომ მიიღო გასულ წელს, შესაძლებელია, რომ მთელ ქვეყანას შევუქმნათ პრობლემები. იმედია, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება.
არ მგონია რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა შეწყვიტონ ბოროტად გამოყენება უვიზო მიმოსვლის შეთანხმების,“-ამბობს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დიალოგი საერთაშორისო ურთიერთობის ფორმატში, მათ შორის გერმანულ მხარესთან და სხვა ქვეყნებთანაც აუცილებელია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულების აქტიურად მუშაობს.