პრემიერ-მინისტრი: კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება
10:54:51     06-03-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ბოლო თარიღად კვირის ბოლო დაასახელა. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა თქვა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მიმდინარე კვირას არ უნდა გადასცდეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია მას აქვს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში არიან ჩართული.
„ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.