ირაკლი კობახიძე „საზმაუზე“ : გუშინ რაც ვიხილეთ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული
17:49:33     05-03-2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოსაც, რომლის თანახმად, თბილისში, ერთ-ერთ ბარში ერთმანეთს შეხვდნენ ვასილ მაღლაფერიძე, მაკო ბიგვავა, ლაშა ნაცვლიშვილი და კახა ბექაური, სადაც საუბრის თემას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ზაზა შათირიშვილის გაყვანა წარმოადგენდა.
„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რომ გამოქვეყნებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა სია, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ რომ ელოდები 14 კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს ამოარჩევ, რომელიც შეიძლება სავარაუდოდ ვინმემ აარჩიოს და იმაზე უშვებ ინფორმაციას, ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩნდება კითხვა, რომ უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება. გუშინ რაც ვიხილეთ, დამაჯერებლობას იყო მოკლებული.
ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინოს სოციალური გავლენა, „ანუ ამოცანაა, რომ მკვდარი გავაცოცხლოთ“, -ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიას ეხება.