„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი“
15:13:25     05-03-2018
მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები არ ადასტურებენ, რომ კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის გადაწყვეტილება არსებობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი „ქართულ ოცნებაში“ მომზადებული არ არის და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი კონკრეტული ადამიანების მიმართ დისკრედიტაციის მიზნით, რაც ძალიან ცუდი საქციელია.
„ჯერ არ ვართ მომზადებული პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია ატეხილი კონკრეტული ადამიანების მიმართ დისკრედიტაციის მიზნით, რაც ძალიან ცუდი საქციელია. მოსაზრებები შეიძლება უამრავი არსებობდეს, მაგრამ მეთოდი, რომ ვიღაცის გვარმა წამოიწიოს და მერე ამ გვარის მიმართ ტალახის სროლა დაიწყოს, არის უზნეო საქციელი“, - განუცხადა PRESA.GE-ს გია ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე ორი კანდიდატი ჰყავს, რომელთაგან ერთი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო მეორე სავარაუდო კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარს, სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა რომელ პოლიტიკოსებს განიხილავს მმართველი გუნდი, მდინარაძე არ ასახელებს.