„ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში 2018 წელს. უნდა გავიმარჯვოთ საპერზიდენტო არჩევნებში“

  13:11:59     05-03-2018

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან  მიმართა ქართველ თანაპარტიელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომ დაიწყონ მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან ერთად ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის წარსადგენად.  

„ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში 2018 წელს. უნდა გავიმარჯვოთ საპერზიდენტო არჩევნებში და ამ ფონზე დავანგრიოთ ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა“ -  განაცხცადა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობისადმი ვიდოემიმართვისას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა დეტალური ინფორმაციის მიწოდებისგან თავი შეიკავა.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ აუცილებლად განიხილავენ სააკაშვილის იდეას. ხოლო შედარებით ძლიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უარს უცხადებენ სააკაშვილს და მის პარტიას მათთან თანამშრომლიბისთვის.