"რეზოლუციაში საუბარია როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას საქმეებზე"
12:22:35     05-03-2018
"რეზოლუცია, რომლის მიღებასაც უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი გეგმავს, ყველა შემთხვევაში მწვავე იქნება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის ორი ვერსია - ერთი უმრავლესობის, ხოლო მეორე - უმცირესობის მიერ და ორივე ოკუპაციის პრობლემას ეხება.
"რეზოლუციაში საუბარია როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას საქმეებზე. ტექსტებს შორის არის განსხვავება. ჩვენ საკომიტეტო ფორმატში ვიმსჯელებთ. რეზოლუციის ტექსტი ყველა შემთხვევაში მწვავე იქნება - ბუნებრივია, როცა საქმე ასეთ პრობლემას ეხება, სხვანაირი ვერც იქნება“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე განმარტებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც მას შეეძლო.
“პირადად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყოფილიყო შესაბამისი რეაგირება. მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებდა, რათა ოჯახს ჰქონოდა შესაძლებლობა იმისა, რომ გარდაცვლილის ცხედარი მიეღო, ხოლო ის ორი პირი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდეს. რაც შეეხება რუსეთთან მიმართ ჩვენს პოლიტიკას, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც მანამდე გვქონდა, თუმცა შედეგების თვალსაზრისით, ამ პოლიტიკამ ქვეყანას მეტი სტაბილურობა მოუტანა, ვიდრე იმ ნაბიჯებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება დგამდა. ეს არის ფაქტი, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აფასებენ და აღიარებენ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.