ლოს-ანჟელესში ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა
12:11:37     05-03-2018
ლოს-ანჟელესში ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. საიუბილეო ღონისძიება ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ქიმელი უძღვებოდა.
კინო-აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ დაასახელა. ამავე სურათისთვის დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მოიპოვა. „წყლის ფორმამ“ სულ 4 ოსკარი მიიღო.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში , „ბნელი საათი“ გარი ოლდმანი დაჯიდოვდა. ეს მისი პირველი ოსკარია.ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება ფრენსის მაკდორმანს გადაეცა, სურათისთვის „სამი ბილბორდი ებინგის მიღმა, მისურიში“.
კინო-ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ვარსკვლავებმა ჰოლივუდში ტრადიციულ წვეულებაზე გადაინაცვლეს.