„ვცდილობთ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას“
10:29:52     05-03-2018
სახალხო დამცველის ოფისმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდინა ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
სახალხო დამცველი ამ დროისათვის სოფელ წიკლანში იმყოფება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო პირველ რიგში, პირადად მიმესამძიმრებინა გარდაცვლილის ოჯახისთვის და ჩამეყენებინა საქმის კურსში, თუ რას აკეთებს სახალხო დამცველი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა და ვცდილობთ კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ცხედრის გადმოსვენებას.სამწუხაროდ, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, რომ ოჯახს გადავცე”, - განაცხადა ლომჯარიამ.