აჭარაში 25 მოსწავლე სექსმუშაკად მუშაობს, რომლებსაც ფსიქოტროპულ წამლებს ასმევენ

  08:03:39     04-03-2018

აჭარაში 25 მოსწავლე სექსმუშაკად მუშაობს. ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კი მათი რიცხვი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

არასრულწლოვნები ამბობენ, რომ ფულს შუამავლები იღებენ, მათ ფსიქოტროპულ წამლებს ასმევენ და კლიენტების მომსახურებას აიძულებენ. გოგონების ნაწილი ახლა თავშესაფარში ცხოვრობს. ირკვევა, რომ სპეციალური ჯგუფები გოგონებს ქუჩაში ეძებენ, შემდეგ ბინაში ან ღამის კლუბში მიჰყავთ, სამსახურს სთავაზობენ და საბოლოოდ კი, სექსმუშაკებად საქმდებიან.

არასრულწლოვნები „კურიერთან“ ამბობენ, რომ  პროსტიტუციის შესახებ სამართალდამცავებმა იციან, თუმცა აჭარაში ე.წ. დისკობარებს თავად პოლიცია მფარველობს.

რესპოდენტები ამტკიცებენ, რომ ე.წ. დისკობარებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც, თავისუფლად იყიდება ფსიქოტროპული აბები, სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება და სწორედ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არასრულწლოვნები სექსმუშაკებად მუშაობენ.

აჭარაში არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის ფაქტები რომ ხშირია, ამას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქარავანის” მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ქუჩაში გასული გოგონები ხშირად მომსახურებას არა ფულის, არამედ ერთი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ თანხმდებიან.

უფლებადამცველები არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის გახშირებულ ფაქტებს სამართალდამცველების უმოქმედობას უკავშირებენ.