ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ს 2 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა
18:41:28     02-03-2018
პოლიციელების მიერ პირადი მობილური ტელეფონით პოეტ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის გადაღებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გამო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს დამნაშავედ ცნო.
ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა და არა პირადი მობილური ტელეფონით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. უწყება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში აპირებს.