გიორგი კანდელაკი: კონკრეტული ნაბიჯების გარეშე რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება
14:45:09     02-03-2018
საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას მოითხოვს.
რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
PRESA.GE საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანს, გიორგი კანდელაკს ესაუბრა:
- ამჟამად, პარლამენტში ორი დოკუმენტი დევს, რომელთაგან ერთი უმრავლესობამ, მეორე კი, უმცირესობამ მოამზადა. რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ?
- იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ამ პირების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში, მაშინ გამოვა, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება. მომავალშიც არანაირი შემაკავებელი ფაქტორი საოკუპაციო ძალებს, რომ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაულებები, არ ექნებათ.
- რამდენად რეალიზებადი შეიძლება იყოს .ე.წ. ოთხოზორიას სიის რეალიზება, რომელიც კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესებას გულისხმობს?
- იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსგავსი ინიციატივებისთვის არის ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა, იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან გარეულნი რაიმე ფორმით ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში ან მათ წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, ამ პირების მიმართ გატარდეს კონკრეტული სანქციები. იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საბანკო ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვა. ასევე გატარდეს კონკრეტული სანქციები, იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, თუ სახვა, რაც მათ ცხოვრებას გაართულებს. კონკრეტული ნაბიჯების გადაუდგმელობის შემთხვევაში, ეს იქნება უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“. გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება და მომავალში არანაირი შემაფერხებელი, რომ რუსეთმა აღარ გადადგას მსგავსი ნაბიჯები, აღარ ექნება.