აფრინის რეგიონში თურქ სამხედროებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

  14:19:04     02-03-2018

სირიის აფრინის რეგიონში, სადაც ოფიციალური ანკარა სამხედრო ოპერაციას ატარებს, თურქ სამხედროებზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
თურქეთის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, შეტევის დაწყებიდან ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის არმიის დანაყოფზე, ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.

შედეგად დაღუპულია 8 ჯარისკაცი, 13 სამხედრო კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ჯარისკაცების ევაკუაციისთვის ანკარამ აფრინის რეგიონში სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნა, თუმცა, ქურთმა მებრძოლებმა მასზეც მიიტანეს იერიში, რის გამოც, პილოტებმა კურსი შეცვალეს და თურქეთში დაბრუნდნენ.