„თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ცდომილებები შესაძლოა არაარსებით დარღვევად ჩაითვალოს“
13:17:57     02-03-2018
ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევებზე განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იცვლება.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, თანამდებობის პირი სადღეისოდ არსებული 1000 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობით დაჯარიმდება. ამავე პროექტით დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც 500 ლარი იქნება.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მთელი რიგი ცდომილებები შესაძლოა არაარსებით დარღვევად ჩაითვალოს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის დაჯარიმების ნაცვლად, მისი გაფრთხილება მოხდება.