დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა

  11:35:08     02-03-2018

პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის საპასუხოდ განაცხადა.

„აკაკის თავისებური სიტყვათა წყობა აქვს, როგორ გამოხატოს ჯანდაცვაში ესა თუ ის გამოწვევა. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი - ჯანდაცვის სპეციალისტი ვარ და ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა არა ჩავარდნა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

გუშინ, კომიტეტის სხდომაზე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვა ჩავარდა. 

„პირველადი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია. მსოფლიოში არ არის განვითარებული ქვეყანა, სადაც პირველად ჯანდაცვაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს. ადამიანთან უფრო ახლოს არის მუნიციპალური ხელისუფლება, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოს კარგი კოორდინაცია. საჭიროა ერთობლივი მუშაობა პირველადი ჯანდაცვის კარგი მიმართულებით ჩამოყალიბებზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.