„ეს არის ბრძოლა ერთადერთი რამისათვის: ოცნების გაზულუქებული ჩინოვნიკები ითხოვენ ხელფასების მომატებას“

  14:40:00     01-03-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 

უთანხმოება საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მომატების საკითხს მოჰყვა. აღნიშული დაპირისპირების შემდეგ, ბორჯომში სპეცდანიშნულების რაზმი ჩავიდა. 

„პრესა.ჯი“ დეტალების გარკვევის მიზნით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერს, ბესო შენგელიას დაუკავშირდა, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში იმყოფება. 

„პრესა.ჯი“: ბატონო ბესო, თქვენ ბორჯომში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ჩახვედით, რა სიტუაცია დაგხვდათ იქ? 

ბესო შენგელია: ჩვენი ბორჯომში ჩასვლის მიზეზი იყო ის სიტუაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. 

ჩვენი სურვილი იყო მდგომარეობის განმუხტვა. მოგეხსენებათ, რომ მათ საკრებულოს დეპუტატები და თავმჯდომარე დატყვევებული ჰყავდათ...

როცა ჩავედით დაგვხვდა სრული განუკითხაობა და სწორედ მათგან წამოვიდა ფიზიკური აგრესია, ჩვენც, რა თქმა უნდა, არ დავთმეთ პოზიციები, რადგან ამ ადამაინებს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებოდათ.

სანამ ისინი არ წავიდნენ და არ დაიშალა ბორჯომში ფორმირებული „ქართული ოცნების“ ბრიგადები, მანამდე ვიყავით საკრებულოს დეპუტატების გვედით. 

- რა ხდება ამ წუთებში ბორჯომში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლნები, რას გეგმავს ოპოზიცია? 

- როგორ განვითარდება მოვლენები ამას ფაქტები გვანახებს, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ბრძოლა დემოკრატიისთვის, ხალხის ინტერსებისთვის. 

სწორედ, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მისცა მანდატი ოპოზიციას ბორჯომში და არა „ქართული ოცნების“ ძალადობით ჩატარებულ არჩევნებს. 

ჩვენ ვაპიორებთ ბოლომდე დავიცვათ თითოეული დეპუტატი. გუშინ მერიისა და აიპ-ის თანამშრომლები საკუთარი ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ, მეტი მოთხოვნა მათ არ ჰქონიათ. 

საზოგადეობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მათივე თანამშრომლები შეჰყავდა ბორჯომის მერს შეცდომაში. 

საკრებულომ რიგითი თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას მხარი დაუჭირა, თუმცა მწვანე შუქი არ აუნთო მერისთვის და მისი მოადგილისათვის ხელფასების მომატებას. 

მერმა ისარგებლა და ისე გააკეთა, რომ თავისი თანამშრომლები გაეღიზიანებინა... 

ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა მხოლოდ ერთადერთი რამისთვის - ოცნების გაზულუქებული ჩინოვნიკები ითხოვენ ხელფასების მომატებას. 

- როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ბორჯომში მობილიზებულია სპეცრაზმი... 

- თუმცა, თავიდან, ჩვენ როცა ჩავედით ერთი სამართალდამცავიც კი არ ყოფილა იქ. ჩხუბის და ფიზიკური დაპირისპირების დროს საათების განმავლობაში იქ არავინ გამოჩენილა. 

ხოლო მას შემდეგ, რაც იყო ჩართვები, ჩვენი განცხადებები, რის  გამოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აღარ იცოდნენ რა ექნათ, მანამდე ბორჯომს ჰყავდა თუ არა, პოლიცია, ვერავინ მიხვდებოდა.