ბორჯომის კრიზისი - მშიერი ხალხი და გაუმაძღარი ბიუროკრატია
13:49:45     01-03-2018
ბორჯომის მერიის ბიუროკრატია ხელფასის მომატების მიზნით, მზადაა ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობა ფეხქვეშ გათელოს, სცემოს ოპოზიციის წამრომადგენლები და ოთახში ჩაკეტოს საკრებულოს თავმჯდომარე.
ბორჯომის მერი, მისი მოადგილეები და სამსახურების უფროსები უკვე მესამე თვეა უშედეგოდ ითხოვენ ხელფასის მომატებას. მათ ისედაც მაღალი ანაზრაურება აქვთ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ჭამა მართლაც მადაში მოდის.
[I=2]ბორჯომის მერი, რომლის გვარიც კი არ იცის ბორჯომელთა დიდმა ნაწილმა, სპეცრაზმის გამოყენებით ცდილობს როგორმე აიძულოს საკრებულოს უმრავლესობა და თავისი ჯიბის გასქელებაზე დაითანხმოს.
დავაზუსტოთ: არა ხალხის, ქალაქის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვის მებრძოლი მერი, რომლის ადგილიც, თავმოყვარე ქვეყანაში მუნიციპალიტეტში ნამდვილად არ იქნებოდა, ურცხვად იყენებს რიგით თანამშრომლებს და აიძულებს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ.
კერძოდ: ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ლიდერებს, მოახდინონ საკრებულოს პარალიზება, ხოლო თავმჯდომარე ოთახში იძულების წესით ჩაკეტონ.
გედის ბოლო სიმღერა
[I=3]რაიონის მაჟორიტარი გედი ფოფხაძეა. მის ოჯახურ კლანზე და ბიზნესზე აქ ბევრს მოგიყვებიან.
თუმცა, ახლა ბატონი გედი თავაუღებლად იბრძვის იმისათვის, რომ პარტ-აქტივს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები გამოუყოს, ხოლო ქალაქი და ამომრჩეველი „გვერდზე გადადოს“.
წარმოიდგინეთ, ქვეყანაში, სადაც ჯარისკაცებს იტაცებენ და წამებით კლავენ, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს პროტესტიც კი არა აქვს, ბორჯომის გაუმაძღარი ბიუროკრატია ხალხის ფულს ითხოვს დამატებით, რათა როგორმე აინაზღაუროს ის დანაკლისი, რომელიც პრემია-დანამატების „პოლიტიკის შეცვლითაა“ გამოწვეული.
კერძოდ, პრემია-დანამატების საკითხი პარლამენტმა დააზუსტა. მართალია, ჩინოვნიკები ახლა პრემიებსა და დანამატებს ყოველ თვეში ვეღარ იღებენ, მაგრამ სამაგიეროდ, ხელფასებს იზრდიან, რაც ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტია, ვიდრე „ძველი“ ხელფასი, დანამატი და პრემია ერთად აღებული.
[I=4]კვლავ წარმოიდგინეთ: ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველი მესამე ღატაკია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბორჯომის მერი და მისი გარემოცვა ძალადობს, რათა კიდევ უფრო მეტად გაგვაღარიბონ და ხალხის, ბიუჯეტის ფული მაქსიმალურად გამოიყენონ პირადი კეთილდღეობისათვის.
ვადამდელი არჩევნები?
ბორჯომის კრიზისმა კარგად გამოკვეთა ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს, ცდილობს ძალის გამოყენებით მიაღებინოს გადაწყვეტილებები, ხოლო მერი ყველაფერს აკეთებს იმის გარდა, რაც რეალურად ევალება.
ამიტომ, კრიზისი, რომელიც ხელისუფლების მადის გამო შეიქმნა, შესაძლოა, მალე ვადამდელ არჩევნებად ტრანსფორმირდეს, რასაც დეპუტატი ფოფხაძეც აღარ გამორიცხავს.
ბატონი გედი, რომლის ძმამაც სამარცხვინოდ წააგო ადგილობრივ არჩევნებზე, ახლა ერთგვარ „აბაროტს“ უღებს ოპოზიციასა და ხალხს, რომელმაც მის კართან არ დაიჩოქა.
[I=5]რაც შეეხება ცენტრალურ მთავრობასა და „მიმალვაში მყოფ“ პრემიერ კვირიკაშვილს, ის ახლა საკუთარი სკამის გადასარჩენად იბრძვის კულისებიდან.
უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ რომ ბატონ კვირიკაშვილს მალე „ჩამოალაბორანტებენ“. ამიტომ, მას ბორჯომისათვის დიდად არ სცალია და არც „სცხელა“.