მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

  10:34:05     01-03-2018

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს.

ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით, ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და საცხოვრებელთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმდინარე წლის 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქი აცხადებდა, რომ არსებობდა საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ილაპარაკებდა, თუმცა საჭიროება იყო, რომ ისიც ჩართულიყო სახელმწიფო დაცვის პროგრამაში, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრები იყვნენ ჩართული.

ჩაბუქი 19 თებერვალს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.