ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე: არიან დაშავებულები

  15:50:15     28-02-2018

ბორჯომის საკრებულოში ხელფასის მომატების მოთხოვნით ქართული ოცნების აქტივისტები შეიჭრნენ. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს დაუკავშირდა.

პრესა.ჯი: ბატონო ზაზა, რა ხდება ამ წუთებში ბორჯომის საკრებულოში და რამ გამოიწვია დაპირისპირება?

ზაზა ჩაჩანიძე:  მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა, სადაც სულ 30 საკითხს განვიხილავდით, აქედან 29 დადებითად გადაწყდა, ერთი საკითხი ეხებოდა ხელფასების მომატებას, მერიის თანმაშრომლებს ზოგს 100 ლარი ემატება, ზოგს 150, რასაც ვეთანხმებით, ანალოგიური გავაკეთეთ საკრებულოს თანამშრომლებისთვისაც.

აპარატის უფროსს 150 ლარი მოემატა , იგივეს ვთავაზობთ მათი სამსახურის უფროსებს და ვეუბნებით, რომ ნუ მოიმატებენ ხელფასებს 900 ლარით, სწორედ ამან გამოიწვია უთანხმოება. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა“ სამუშაო საათებში მოიყვანეს აიპ-ის წარმომადგენლები და აქტივისტები, მოხდა შეხლა-შემოხლა, შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავდმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი მიმდინარეობს მათი დაკითხვა პოლიციაში“-განუცხადა „პრესა.ჯი“-ს ზაზა ჩაჩანიძემ.