ახმეტაში 70 წლის კაცს ყელი გამოჭრეს
14:38:54     28-02-2018
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მოკლული მამაკაცის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.