სირიელი გოგონა- რა გინდათ ჩვენგან? ხალხო, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობასა და უსაფრთხოებას

  12:16:44     28-02-2018

ვრცელდება ვიდეო, სადაც სირიელი პატარა გოგონა დახმარებას ითხოვს მსოფლიოსგან. სირიაში ბავშვები იხოცებიან, ისინი არავის ახსოვს. 

ვიდეო თითოეულ ადამიანს დაანახებს განსხვავებას მათსა და სირიელ ბავშვებს შორის. 

გთავაზობთ გოგონას სიტყვების თარგმანს.

„ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ვჭამდეთ, გთხოვთ გადაგვარჩინოთ ამ უბედურებას.
აქ ყოველდღე ისმის ბომბების ხმა, ჩვენ მიწისქვეშა თავშესაფარში ვიმალებით, გვეშინია გამოსვლის. გვითხარით, რა ქვია ასეთ ცხოვრებას? ჩვენ არ გვაქვს წყალი, მიწაზე გვძინავს ყოველდღე, ყველაფერი გვტკივა, არ იცით, რა ხდება აქ. ღმერთი დაგსჯის შენ ბაშარ! აქ უამრავი ბავშვი იღუპება. 

რა გინდათ ჩვენგან? ხალხო, ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არც ერთი არაბული ერი არ ზრუნავს ჩვენზე, ყველამ მიგვატოვა. 
რატომ ბომბავენ რუსები ჩვენს ტერიტორიებს? არავის იმედი აღარ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ ველოდებით ღმერთს“.