ხმაური მერიაში - თბილისის მერის მოადგილეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები ხვდებიან
11:23:16     28-02-2018
მერიაში, მთავრობის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ხმაური იყო. საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილი და ლილე ლიპარტელიანი ითხოვდნენ, რომ დედაქალაქის მერი შეხვედროდა სამ მოქალაქეს, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაზარალებულთა შორის არიან და მერიის შენობასთან მივიდნენ.
„ეს ადამიანები შეასახლეს შენობაში რომელზეც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი, მე არ მინდა სხდომაზე შესვლა, მხოლოდ ვითხოვ იმას, რომ ამ ადამიანებს შეხვდნენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მათ ბრალდებებს ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ უპასუხა, ის აცხადებს, რომ ამ შენობაში ცხოვრება უსაფრთხოა, არსებობს სამხარაულის დასკვნა, კომპენსაციები მიიღეს როგორც ბინების, ისე დაზიანებული ავტომობილების მფლობელებმა და ვინც დარჩა, მათაც მალე მისცემენ კომპენსაციებს.
მომხდარს ვიცემერი ირაკლი ბენდელიანიც გამოეხმაურა.
„ეს არის შოუ, თორემ ამ ადამიანებს მერიის მთავრობის სხდომაზე დასწრებას არავინ უშლის. მათ თავად არ უნდათ მერიაში შემოსვლა, ჩვენ ძალით აქ ვერავის შემოვიყვანთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.