კახა კალაძე: „თერგის“ რეაბილიტაცია საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება
10:39:33     28-02-2018
მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
კახა კალაძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის აღსადგენად სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
„მინდა დავიწყო სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრით და პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს დროული რეაგირებისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს იმ საღამოს. მოგეხსენებათ, დაზარალებულია ორივე მხარე როგორც მოიჯარეები, ისე სავაჭრო ფართების მფლობელები.
სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო შეხვედრები მოიჯარეებთან, რათა დეტალურად გაიარონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, როდესაც ექსპერტ-კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას, დაიწყება სამუშაოები დამწვარი ფართების აღსადგენად და ეს სავაჭრო ცენტრი დაიბრუნებს თავის ფუნქციას. იქამდე კი, იმ ადამიანებს, რომელთა საქონელიც გადარჩა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა დამწვარი ფართის აღდგენამდე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში ორივე მხარემ შეძლოს თანამშრომლობა და სწორი კომუნიკაცია, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დავიდეს", - განაცხადა კალაძემ.