„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ გახსნის ღონისძიებას შს მინისტრი არ დაესწრება
10:30:01     28-02-2018
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტში დაგეგმილ „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ გახსნის ღონისძიებას შს მინისტრი არ დაესწრება.
„დღის წესრიგის და მონაწილეთა სიის მიხედვით, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი გახსნიან. მათთან ერთად არ იქნება შს მინისტრი, არც შსს-ს გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები, არადა, შსს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მთავარი აღმასრულებელი უნდა იყოს. სამინისტრო მედიასთან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონზე საუბარს ირიდებას. მეტიც, აცხადებს თითქოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით დეტალები გაურკვეველია. არადა, ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე განისაზღვრა კანონის აღსრულების პროცესში მონაწილეთა ვინაობა და მათი ფუნქციები. შესაბამისად, კანონის აღსრულების დაწყებამდე შსს-სგან იმის მტკიცება, რომ აღსრულების საკითხები დაუზუსტებელია, არ შეესაბამება რეალობას.
შევახსენებთ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომ თამბაქოს მოხმარების გამო ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება და იმის მინიშნება, რომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტული მიმართულება არ არის, ვერაფრით გაამართლებს უწყების პასიურობას“, - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.