აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: სამძიმარს ვუცხადებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს
10:07:27     28-02-2018
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით. სამძიმარს ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს”, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების, ლევან კურაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებითაც.
„მოვუწოდებთ, რომ მათ საშუალება მისცენ თავისუფლად დაბრუნდნენ ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის გავლით. აშშ მოუწოდებს ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრული შესწავლა მოხდეს”, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.