პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
10:03:28     28-02-2018
პოლონეთში დაკავებულ ჯგუფს, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ბრალად სამართალდამცველებზე თავდასხმა წაუყენეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვის ერთ მოქალაქეს პოლონელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მას შემდეგ, რაც აგრესიული ქმედების გამო პოლიციის პატრულმა მათ საბუთების წარდგენა მოთხოვა, აღნიშნულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს და 5 თავდამსხმელი ფეხებში დაჭრეს. დაკავებულთაგან ნაწილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.