სოფო კილაძე ოთარ კახიძეს: ნუ წიოკობთ!

  15:23:51     27-02-2018

უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის შესრულების საკითხს განიხილავენ.

"თქვენ ხართ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, თქვენ არ ხართ აქ სუს-ის წარმომადგენელი, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის ა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თვამჯდომარე სოფო კილაძეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, კერძოდ, მოსამართლეთა დაწინაურების წესზე, დაუსრულებელ გამოძიებებებზე, პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებსა და ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის კაბინეტებში აღმოჩენილი კამერების შესახებ, გარდა ამისა, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მის მიმართ მუქარა ხორცელდება, ასევე, მოსმენების კანონსა და ა.შ.

აღნიშნულის გამო, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ოთარ კახიძეს მიმართა, გარკვეულ რეგლამენტში ჩატეულიყო.

ამის მიუხედავად, ოთარ კახიძე პოლემიკაში შევიდა უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ ახალ სახალხო დამცველთან მმართველ გუნდს თანამშრომლობა სურს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ოპოზიციას წარსულიდან გამომდინარე "ხმა არ ამოეღება".

"გაიხსენეთ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სოზარ სუბარს რომ ვერავინ პოულობდა. ადამიანის უფლებებზე თქვენ არ უნდა ლაპრაკობდეთ", - უთხრა ჩახნაშვილმა კახიძეს, რასაც კახოიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„ყველაფერს ხომ აქვს თავისი რეგლამენტი? ყველა ჩაეტია გარკვეულ რეგლამენტში. თქვენ როგორც ყოველთვის, აგრძელებთ რაღაც პოლიტიკურ წარმოდგენებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

სოფო კილაძემ მიმართა ოთარ კახიძეს, რომ მას პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე მოეხდინა კონცენტრაცია, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

"ნუ წიოკობთ და მოთოკეთ ემოციები," - უთხრა კოლაძემ კახიძეს.

„თქვენ ვერ გამიფილტრავთ მე, პარლამენტის წევრს, რომელ რეკომენდაციაზე ვისუაბრო და რომელზე - არა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.