გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით

  14:39:45     27-02-2018

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.

გიორგი გაბიტაშვილმა ამ საკითხზე ჟურნალისტებთან  მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა: „როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა მიმართაც ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან", - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ქართულ მხარეს უკრაინისა და პოლონეთისთვის აქვს მიმართული. ​