სოფიო კილაძე: რა ნაბიჯებიც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გადავდგათ
13:25:35     27-02-2018
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
"პრესა.ჯი" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძეს ესაუბრა:
- მას შემდეგ რაც ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი უთხრა, გაიჟღერა ინფორმაციამ რომ მასალები რუსეთში გაიგზავნა და უარის მიზეზი ეს არის. თქვენ რას ფიქრობთ?
-ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება.პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ის ოკუპაცია, რომელიც წლებია ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო, თუმცა აქ საკითხი ისე დგას, თუ რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ ხელში ამ წუთში იმისთვის, რომ ამ რეჟიმს გავუმკლავდეთ.
-რას ელოდებით იმ რეზოლუციისგან, რომელის მიღებასაც პარლამენტი უახლეს დღეებში გეგმავს?
-პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რადგან ეს საკითხი რომ არ იყოს აქტუალური ყოველთვის საერთაშორისო დონეზე, ფორუმებსა და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით, ამიტომ მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ამ საკითხში, მაგრამ ბუნებრივია, იმავდროულად ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა ნაბიჯებიც შეგვიძლია, აუცილებლად უნდა გადავდგათ. რამდენადაც ვიცი, შესაბამისი უწყებები ნამდვილად ძალას არ იშურებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანის ცხედარი თავის ოჯახს დაუბრუნდეს. როგორც ვიცით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ მასალები რუსეთში იგზავნება, ბუნებრივია, არ მაქვს იმის განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება, ეს ჩემი აზრით, არის ფანდი, რომ რაღაც გაწელონ და გააჭიანურონ პროცესი, რომ სიმართლის დადგენა გაჭირდეს.