ნატო ლიბიის ოპერაციას აგრძელებს
10:51:39     30-05-2011
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ლიბიის ბედი წყდება, ამიტომ ამ აფრიკული ქვეყნის კრიზისიდან გამოსავლის შესახებ ერთსულოვანი მოსაზრებები არ არსებობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ნატოს ძალებმა ლიბიის მიმართულებით უკვე განახორციელეს რვა ათასი გაფრენა, რომელთაგან სამი ათასი საბრძოლო იყო.
ოპერაცია ნატოს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, გრძელდება. ნატოს ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები არ ხორციელდება, ხოლო ჯამაჰარიის ლიდერის, მუამარ კადაფის განცხადება მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია.
როგორც ირკვევა, ალიანსი ლიბიის ოპერაციაში ახალი საბრძოლო ვერტმფრენების ჩართვას გეგმავს, მაგრამ ამასთანავე აცხადებს, რომ ეს ესკალაციას არ ნიშნავს. ვერტმფრენები სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად იქნება გამოყენებული.