"ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონს "კანონიერი ქურდის" განმარტება ემატება
12:18:28     27-02-2018
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონს „კანონიერი ქურდის“ განმარტებაც ემატება.
პარლამენტისთვის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.
„ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ „კანონიერ ქურდს“ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებასთან ერთად ასევე მოეთხოვება დააკმაყოფილოს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმები (მაგალითად, დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობის მიღება). ეს მიდგომა ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ეფექტიანი დევნის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. თუ ორგანიზებული დანაშაულის მეთაურების დასჯადობა მათ მიერ დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილეობას დაემყარა, ეს მათ სისხლისსამართლებრივ დევნას შეუძლებელს გახდის.
„კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ რა დანაშაულებრივი სამყაროს „ელიტას“, როგორც წესი, დანაშაულების აღსრულებაში უშუალოდ არ მონაწილეობენ. ისინი საკუთარი გავლენისა და ავტორიტეტის გამოყენებით, პირთა მართვასა და კრიმინალური საქმიანობის წარმართვას ახერხებენ. პროექტის მიხედვით, „კანონიერი ქურდის“ განმარტებიდან ამოღებული იქნა – „ქურდული სამყაროს“ წევრობის მოთხოვნა, ასევე ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერიც, როგორიცაა „ქურდული სამყაროს სპეციალური წესები“.
აღნიშნული ჩანაწერი განჭვრეტადობის პრინციპს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც ეს დროში ცვალებადი, დაუწერელი წესებია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 26 თებერვალს - ბიუროს სხდომაზე მოხდა.