АМХ-30 - ფრანგული საბრძოლო ტანკი

  10:51:02     30-05-2011

АМХ-30 — საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო ტანკია 1966  წლიდან. გამოირჩევა ცეცხლის სიმძლავრითა და მანევრირებით.

ტანკის ძირითადი შეიარაღებაა ფრანგული წარმოების  11 მილიმეტრიანი დაჭდეული ზარბაზანი CN-105-FI. მისი განმასხვავებელი განსაკუთრებულობა არის ეჟექტორის არქონა. ლულიდან გასროლა ხდება დაპრესილი ჰაერით, ხოლო საბრძოლო განყოფილებიდან დენთის გაზის გაცლა ხდება სპეციალური საჰაეროებით. სროლის სიზუსტის გასაუმჯობესებლად ლულას აქვს ცეცხლგამძლე  ტყავი. ტანკი ისვრის ფრანგული წარმოების უნიტარულ საბრძოლო ჯავშანსაწინააღმდეგო ქვეკალიბრულ, დაგროვებად, ნაწილაკ-ფუგასურ, გამნათებელ და კვამლსადენ ჭურვებს. ზარბაზნის დატენვა ხდება ხელით, ხოლო გილზების გადაგდება ხდება კოშკის მარცხენა ბორტზე არსებული ლუკიდან.

ტანკის კორპუსის წინა კვანძი შედუღებულია თუჯით. კორპუსის ზედა ფრონტალურ ფენას აქვს 80 მილიმეტრიანი სისქე და დახრილია 68 გრადუსით. კორპუსის შეჯავშნული დეტალები მონოლითურია, ბორტის სისქე 57 მმ-ია. ტანკის კოშკი თუჯისაა.

მასობრივი განადგურების იარაღის დამღუპველი ფაქტორისაგან ეკიპაჟის დასაცავად, გამოიყენება ჰაერის ფილტრაცია. ტანკი აღჭურვილია, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში, დეგაზაციის მოწყობილობით. ეკიპაჟის მუშაობის უფრო კომფორტული პირობებისათვის, ტანკს გააჩნია კონდინცირების სისტემა. ხანძრის შემთხვევაში, ირთვება სწრაფმოქმედი ანტისახანძრო სისტემა. კვამლსადენი ჭურვებისათვის გამოიყენება 4,80 მილიმეტრიანი ყ.უმბარმტყორცნი.