ტატუნაშვილის ახლობლები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

  20:50:26     26-02-2018

ნატახტართან, სადაც ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები და ნათესავები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა.

აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაადგილდებოდნენ, თუმცა მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ და მათ გასვლაში ხელს უშლიდნენ.
ადგილზე შეძახილი გაისმა და აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ჯაჭვის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შედეგად შეუძლოდ გახდა არჩილ ტატუნაშვილის ბიძა, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.