გიგი წერეთელი: ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების აქტუალიზება უნდა მოხდეს
17:10:07     26-02-2018
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის შემუშავებას გეგმავს, ოპოზიცია კი ე.წ. ოთხოზორიას სიას ამზადებს. ორივე დოკუმენტის საერთო მიზანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებაზე საერთაშორისო რეაგირების მცდელობა წარმოადგენს.
"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელს ესაუბრა:
- პარლამენტის მხრიდან ე.წ. ოთხოზორიას სიას მხარდაჭერის შემთხვევაში, რა იურიდიული ძალა ექნება?
-არსებობს რამდენიმე ფაქტორი: საქართველოს პარლამენტმა თავად უნდა გამოთქვას არა მხოლოდ მწუხარება, არამედ მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. იგულისხმება საერთაშორისო არენაზე ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. უფრო კონკრეტული იქნება „ევროპული საქართველოს“ იმ ადამიანების სიის შეთავაზება, რომლებიც ჩართული არიან პროცესში.
- როგორც ითქვა "ოთხოზორიას სია" "მაგნიტსკის სიის" ანალოგი იქნება...
-დიახ, დამნაშავეების წრეს ბლოკირებული აქვთ უცხოეთში მიმოსვლა, შესაძლოა მათ უცხოურ ანგარიშებს ყადაღა დაედოს და ა.შ.
- თქვენი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თანამდებობა თუ შეასრულებს გარკვეულ როლს საერთაშორისო ყურადღების მიქცევის კუთხით?
- რა თქმა უნდა, ეუთოს შესაბამის სტრუქტურებთან უკვე მქონდა საუბარი, როგორც აღმასრულებელ სტრუქტურებთან, ისე საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური გზავნილის შექმნა და მოწოდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომ შეუერთდნენ ამ მოქმედებას და აქტუალიზება მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების. სამწუხაროდ, 2-3 დღის წინ ეუთოს სესიაზე გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ჩვენ გვესმის დიდი აქცენტი უკრაინაზე, დონბასში მიმდინარე ძალიან მძიმე მოქმედებები, მაგრამ ნურავინ დაივიწყებს საქართველოს ოკუპაციას და იქ არსებულ ვითარებას, ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას. ეს იყო პირადად ჩემი მიმართვა და ამის შემდეგ ძალიან სწრაფად მოხდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი. ასეთი წინათგრძნობა ყოველთვის არსებობს, როცა არის უკონტროლობა, განუკითხაობა, როცა სეპარატისტებს შეუძლიათ იმოქმედონ თავისუფლად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
-ოთხოზორიას მკვლელობის საქმის შემდგომი მსვლელობის გათვალისწინებით, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ თუნდაც ტატუნაშვილის ტრაგედიაში დამნაშავე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები შესაბამისად აგებენ პასუხს?
-ეს არის გამოძიების საკითხი, ჯერ უნდა დადგინდეს რა და როგორ მოხდა, ვინ არის დამნაშავე და ის კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სწორედ ეს იქნება ქართული მხარის მოთხოვნა. სამწუხაროდ, ოთხოზორიას შემთხვევაში, დღემდე ეს ასე ვერ განხორციელდა, მაგრამ ამ ფაქტმა უნდა შექმნას ახალი იმპულსი, რომ გაცილებით უფრო ეფექტურად წარიმართოს პროცესი და რაც მთავარია, მოხდეს პრევენცია სამომავლოდ, რომ ასეთი მძიმე ფაქტი აღარ განმეორდეს.