ოთარ კახიძე: ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი
16:48:36     26-02-2018
"ევროპული საქართველო" ცხინვალის რეგიონის ციხეში არჩილ ტატუნაშვილი, გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ე.წ. "ოთხოზორიას სიას" ამზადებს, სადაცშევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ სისასტიკეებზე.
"პრესა.ჯი" "ევროპული საქართველოს" ერთერთ ლიდერს ოთარ კახიძეს ესაუბრა:
- პარლამენტი რეზოლუციის პროექტზე მუშაობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხება. აპირებს თუ არა ოპოზიცია მხარი დაუჭიროს იმ ვარიანტს, რომელსაც მმართველი გუნდი მოამზადებს?
- "ევროპულმა საქართველომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ მომზადდეს. ე.წ. ოთხოზორიას სია, რომ ვინც კი ჩვენი მოქალაქეების მიმართ მსგავს ფაქტებში ფიგურირებს, ყველა ეს პირი შევიდეს ამ სიაში, მოხდეს მათი დასმა საერთაშორისო ძებნაზე, გავრცელდეს მათ მიმართ სანქციები, რომელსაც შეუერთდებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მიმაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. „ევროპული საქართველო“ გამოიყენებს ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს საერთაშორისო არენაზე, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას რუსეთის ფედერაციას ამ საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებისთვის. ასევე, ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობდა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვა მოქალაქეების გატაცებაში. ასევე, „ევროპული საქართველო“ უერთდება უმრავლესობის ინიციატივას, რომ მომზადდეს საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც იქნება ეს ქმედება მკაცრად დაგმობილი. ამ დოკუმენტში იქნება მოწოდება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არ არის პარტიული საკითხი, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან პარლამენტში ისე, როგორც არასდროს და არცერთ საკითხზე, არ გვჭირდება სრული ერთიანობა.
-ფიქრობთ, რომ ე.წ. ოთხოზორიას სია თანდართული უნდა იყო ამ რეზოლუციაზე, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მიიღებს?
-რეზოლუცია, რომელიც პარლამენტის მიერ პოლიტიკური შეფასებაა, არის ცალკე საკითხი, რომელსაც უმრავლესობა ამზადებს და ჩვენ მას შევუერთდებით. ამის პარალელურად "ევროპული საქართველო" ამზადებს ცალკე "ოთხოზორიას სიას", ეს იქნება ანალოგიური დოკუმენტი "მაგნიტსკის სიისა," რომლის მიზანიც იქნება სანქციების ამოქმედება ამ პირების მიმართ. ორი დოკუმენტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ავსებს ერთმანეთს.
-უმარველსობის მხრიდან იქნება თანხმობა?
-უმრავლსობის მხრიდან არსებობს წინასწარი მზადყოფნა ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდგომი კონსულტაციები კი გვაჩვენებს, რა შედეგებამდე მივალთ.