არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტი რეზოლუციას მიიღებს
15:01:10     26-02-2018
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ რეზოლუცია უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა საერთაშორისო მისიებმა სათანადო შეფასება მისცენ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ ფაქტზე.
გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე ჩამოყალიბებულია და უახლოეს დღეებში, ალბათ, კონსულტაციები დაიწყება.
„მაქსიმალურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა დიპლომატიურ მისიას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმარონ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ სიტუაციაში გაკეთდეს, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოთხოვნა მაღალ ხარისხში უნდა იყოს აყვანილი, იქით არის აგრესიული ძალა, ჩვენ რა შეჯიბრიც არ უნდა გამოვაცხადოთ შიდაპოლიტიკურ სივრცეში ამ ძალის მიმართ, ნეგატიური ეპითეტებისა და შეფასებებით ეს ამ ძალის რესურსს არ ამცირებს, მთელი მსოფლიო ამბობს იმას, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და, ფაქტობრივად, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანკლავები შექმნა – ეს ფაქტია, მაგრამ რა სანქციებიც არ უნდა მიიღონ რუსეთთან მიმართებაში, რუსეთი ამ სანქციებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გულგრილია. ფაქტობრივად, რაც ხდება ამ ანკლავებში, ეს არის ადამიანის უფლებების ჩრდილოეთ კორეის დონეზე დაყვანა. მოსახლეობა ვინც იქ ცხოვრობს, ყველა მძევლადაა აყვანილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.