გედევან ფოფხაძე: სასამართლო რეფორმა არ დამთავრებულა
14:55:49     26-02-2018
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, 44 მოსამართლის უვადოდ გამწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ასევე მძიმე განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდისმხრიდან სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.
PRESA.GE საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძეს ესაუბრა:
- როგორია თქვენი შეფასება სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელმაც შეკითხვები გააჩინა მმართველ გუნდში და საგანგებო განცხადების საფუძველი გახდა გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან?
- სასამართლო რეფორმის შედეგი უნდა იყოს სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება, მაგრამ იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც დღეს იუსტიციის საბჭოში არსებობს, აღნიშნული შედეგის მიღწევა ძალიან რთული იქნება. პრემიერის განცხადება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები, იყო სწორი. მიმაჩნია, რომ ეს კითხვის ნიშნები არ უნდა ყოფილიყო, რადგან მართლმსაჯულებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური როლი ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თუ ეს როლი ვერ შეასრულა სასამართლო სისტემამ, ყველა სხვა ძალისხმევა ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, ფუჭი აღმოჩნდება. ერთის მხრივ, ჩვენ პოლიტიკური ზეგავლენებისაგან უნდა დავიცვათ სასამართლო სისტემა, მეორე არის საფრთხე, რომ თეორიულად, სასამართლო შეიძლება იქცეს კერძო ინტერესების დამცველ და გამტარებელ ავტონომიურ ორგანოდ – ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი იქნება და ამ ფონზე ძალიან რთული გახდება ადამიანების უფლებების არათუ მაღალი სტანდარტის შეთავაზება საზოგადოებისთვის, არამედ საერთოდ დაცვა. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მახასიათებელი და საფრთხის შემცველი იყო სწორედ ის, რომ სასამართლო სისტემა იყო პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს დამოუკიდებლობის უფრო მეტი ხარისხი აქვს, ზოგადად, არგუმენტი არ უნდა იყოს, რომ უვადოდ დანიშვნის პრინციპი საფრთხის მატარებელია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოცემულობა გვაქვს, თუ ჩვენ მივიღებთ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც უვადოდ არიან დანიშნულები და ისინი მართლმსაჯულების ნაცვლად კერძო ინტერესებს იცავენ, ჩვენ ძალიან ცუდ ვითარებამდე მივალთ. არ მინდა აპოკალიფსური სურათი დავხატო, მაგრამ ამ პროცესმა შეიძლება ძალიან ცუდი რეციდივები შექმნას
- რა არის გასაკეთებელი, რომ საფრთხეები, რომელზეც საუბრობთ, თავიდან იქნას აცილებული?
- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ აიღოს და უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა გუნდმა. სასამართლო რეფორმა არ დამთავრებულა. სასამართლო რეფორმის შედეგი უნდა იყოს სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულება, კონკრეტული მოქალაქეებისთვის. ამ ტენდენციებით, რასაც ჩვენ დღეს იუსტიციის საბჭოში ვხედავთ, ძალიან სათუოა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, რომ სასამართლო სისტემაში იყოს. 2102 წლის 1 ოქტომბერს, ჩვენ რაღაც პრინციპებზე შევთანხმდით და იმ პრინციპებით დავიწყეთ პოლიტიკური ცვლილებები. მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდი ამ პრინციპის ერთგული უნდა დარჩეს და მართლმსაჯულებასთან მიმართებაშიც აქედან გამომდინარე უნდა გადადგას ნაბიჯები.
- იმის გათვალისწინებით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჯერ ხელი არ აქვს მოწერილი უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ბრძანებაზე, თუ არის შესაძლებელი, რომ შეჩერდეს ეს პროცესი?
- სამართლებრივი პროცესის შეჩერება იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცა უვადოდ არ დაინიშნოს, პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს საკანონმდებლო სივრცე და იუსტიციის საბჭო ამ სივრცის ფარგლებში მოქმედებს. 2/3-ით მიღება იმ გადაწყვეტილების ნიშნავს რომ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია აქვს გადაწყვეტილებას.
- მთელი რიგი მოსამართლეების მიმართ არსებობს კონკრეტული ფაქტები და უარყოფითი დამოკიდებულება...
- ჩემი ვარაუდი და სიმპატია - ანტიპატია კონკრეტული მოსამართლის მიმართ განმსაზღვრელი არ არის, რადგან სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. სამართლებრივი შედეგის ორი ფორმა არსებობს: დისციპლინარული დევნა, რომელიც იუსტიციის საბჭოს სფეროა, ან სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც პროკურატურის დასაყენებელი და სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მოსამართლეთა კორპუსში არიან ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ ნდობას, მაშინ, ეს არის პოლიტიკური განცხადება, მაგრამ სამართლებრივი შედეგიც ხომ უნდა დაიდოს. თუ იუსტიციის საბჭო იხელმძღვანელებს იმ პრინციპით რომ ჩემიანს არ დავსჯი, რომ მერე მეც ვიღაცამ არ დამსაჯოს, შეიქმნება ჩაკეტილი წრე, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს ერთმანეთს არა მაღალი მორალური, არამედ მხოლოდ პროფესიული სტანდარტით, მაშინ მივიღებთ ძალიან ცუდ რეალობას ქვეყანაში. ამ ეტაპზე კატეგორიული განცხადებებისგან თავს ვიკავებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენმა გუნდმა ახლა უნდა იფიქროს მობილიზაციაზე ამ თემის გარშემო და შესაბამის რეაგირებაზე. რეალურად, ეს ძალიან დიდი წყალგამყოფია პოლიტიკაში და თუკი ასეთ საკითხზე ეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებ, სხვა დანარჩენი საკითხები აზრს კარგავს. მართლმსაჯულების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში უფლების მაღალ სტანდატრს.