პარლამენტის აპარატის უფროსის პოსტი ვაკანტურია
13:28:10     26-02-2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კვირაზე მეტია, პარლამენტის აპარატს ხელმძღვანელი არ ჰყავს, თუმცა არ კონკრეტდება, რა გახდა მიზეზი, რის გამოც ნიკოლოზ ნათენაძეს თანამდებობის დატოვებამ სპონტანურად მოუწია.
როგორც PRESA.GE-მ გაარკვია, აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ ნათენაძეს სავარაუდოდ, გივი მიქანაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად, შინგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორია, მანამდე კი ევროპის საბჭოში მუშობდა.
როგორც პარლამენტის კულუარებში ამბობენ, პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების პრეცედენტი არ ყოფილა. წინა მოწვევის პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას ზურაბ მარაქველიძე იკავებდა, რომელიც "რესპუბლიკელების" გუნდის წევრად იყო ცნობილი. მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია პარლამენტის მიღმა დარჩა, ზურაბ მარაქველიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ზურაბ მარაქველიძე 2017 წლის მოწვევის პარლამენტში ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წვერი იყო და მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შემდეგ დეპუტატი გახდა.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტში სამუშაოდ ბიზნესიდან მოვიდა.