BBC: ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა

  01:22:29     26-02-2018

ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, ქალაქის პოლიციამ უკვე განაცხადა მასშტაბური ინციდენტის შესახებ, რომელიც ჰინკლის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას უკავშირდება.

პოლიციის ოფიცრების ცნობით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ​მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს და მოქალაქეებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ.

ლესტერის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, ქალაქის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ყველა სამსახურის ჯგუფები ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.