თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრები: ანას შეყვარებული არაადამიანი იყო, მანიაკი

  17:44:49     23-02-2018

თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას მეგობრების თქმით, გარდაცვლილს ყოფილ შეყვარებულთან, ლადო გრიგალაშვილთან, ურთიერთობა კონფლიქტის გამო დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ჰქონდა. გარდაცვლილი გოგონას მეგობარი მკვლელობაში ბრალდებულს უარყოფითად ახასიათებს:

"ეს ბიჭი არის მანიაკი, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი... ანას უყვარდა და მისთვის ეჭვის საბაბი არასდროს მიუცია. დიდი ხანი იყვნენ ერთად. ის არაადამიანი იყო და მასთან კონტაქტი ორი წელი აღარ მქონია" -აცხადებს მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი TV "პირველთან".

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.