ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას

  16:57:13     23-02-2018

"კარგადrn ვიცნობთ თქვენს მოდგმას, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი, თქვენ რომ rnცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ და არ ვიცოდეთ, ამის შემდეგ როგორი წიოკის და rnგნიასის ატეხვა გინდათ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი".

ასეrn მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო rnუმცირესობის, „ევროპული საქართველოს“ და “ნაციონალური მოძრაობის“ rnდეპუტატებს.

ნუკრი ქანთარია სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა rnუმცირესობის ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან rnმუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

იგიrn არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დასრულების შემდეგ rnკითხვები უმრავლესობასაც გაუჩნდეს, თუმცა ნუკრი ქანთარიას აზრით, ახლა ამ rnკითხვების დასმის დრო არ არის.

“ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, rnზედაპირულად სწორია და რაღაცა გულწრფელობის იმიტაციაც ახლავს თან. საკითხი rnმართლა ძალიან რთული და საფრთხილოა. ყველას აქვს თავისი გარკვეული rnინტერესები და ესეც ბუნებრივია. გამოკვეთილია აქ თქვენი ინტერესი. თქვენ rnრომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნება რაღაცა დამეჯერებინა, მაგრამ თქვენ,rn რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დარღვევაში,rn წამებაში, შეურაცხყოფაში, ძალიან ძნელია დავუჯერო. არა მარტო მე არ მჯერა,rn საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სჯერა ეს. შეიძლება მართლა მოვიდეს rnდრო, როცა ჩვენ დავსვათ მწვავე კითხვები, ისიც შეიძლება, რომ ჩემს ზოგიერთ rnკოლეგას ჰგონია, რომ ეს დრო მოვიდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. სცენარი rnზედაპირზეა, თუმცა მომზადებულები ხართ, გულწრფელობის იმიტაცია გაგაჩნიათ, rnმაგრამ კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის rnნათელი. რას რა უნდა მოყვეს და ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის rnატეხვა გინდათ, კარგად ვიცით. ახლა საუბრობთ სათაურზე. სათაურში რა იქნება,rn დიდ გასეირნებას დაარქმევთ თუ მცირეს, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. rnთქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პირადი სარგებელი მონახოთ. rnჩვენი ინტერესია ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.