"არის სერიოზული პრობლემა, ადამიანი არის რაღაცის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემა იძახის, რომ - არა"
14:43:24     23-02-2018
"გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება? - აღნიშნული შეკითხვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას დაუსვა, რომელიც ინიციატივით გამოდის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
მანვე ელენე ხოშტარიას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამი შეკითხვა დაუსვა.
„პირველი: ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, რა მოლოდინები გაქვთ? რა პროცედურული მექანიზმები მიგაჩნიათ, რომ გვექნება ჩვენ - კომისიის შემადგენლობაში ვინც ვიქნებით ან ვინც იქნება, რაც არ აქვს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანიზაციას.
მეორე: გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება?
ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, რა მოლოდინები გაქვთ? რა rnპროცედურული მექანიზმები მიგაჩნიათ, რომ გვექნება ჩვენ - კომისიის rnშემადგენლობაში ვინც ვიქნებით ან ვინც იქნება, რაც არ აქვს პროკურატურას, rnსაგამოძიებო ორგანიზაციას.
მესამე: წინა ხელისუფლების დროს, ალბათ გახსოვთ, რომ 3 თვიანი წინასაგამოძიებო ვადები არსებობდა, რაც შემდგომ შეიცვალა და მე სწორად მიმაჩნია, რომ შეიცვალა. მათ შორის იყო საერთაშორისო პრაქტიკა, საქმის სპეციფიკები, ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 12 თვემდე და ასეთი ვადა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დღეს საერთოდ არ არსებობს. ეთანხმებით თუ არა, ამ მიდგომას?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"დღეს ჩვენი სამართლებრივი სისტემა - პროკურატურა ამბობს, რომ ის (აფგან მუხთარლი) საგანი არ არის, რადგან არ არის დაზარალებული. მაქვს ეჭვი რატომაც - იმიტომ, რომ არ ჰქონდეს საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებელობა, მაგრამ ვითარება ხომ არანორმალურია?!"
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთის მხრივ, მუხთარლი ყვება თუ როგორ დაესხნენ მას თავს და გაიტაცეს და ამის სხვა, ალტერნატიული ვერსია დღემდე არ არსებობს.
"ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ არის სერიოზული პრობლემა, ადამიანი არის რაღაცის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენი სამართლებრივი სისტემა იძახის, რომ - არა, ამ საქმეში მსხვერპლი არ არსებობს. ასეთ გამოძიებას ვერავინ რეალურ გამოძიებას ვერ დაარქმევს. სწორედ დღეს, რვა თვის შემდეგ, როდესაც მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, მანქანა არ არის იდენტიფიცირებული და პირი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, ეს არ არის გამოძიება, ეს არის ჩავარდნა!“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება.
უმცირესობის მიერ ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.