ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს და წამებით მოკლეს
12:49:36     23-02-2018
ქართული არმიის წარმომადგენელი და საერთაშორისო, სამშვიდობო მისიების მონაწილე, არჩილ ტატუნაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა მოიტაცა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობაში დაადანაშაულა და წამებით მოკლა. ხოლო, მისი მკვლელობა, "კიბეზე დაგორებით მიღებული ტრამვების შედეგად გარდაცვალებად გაასაღა".
სეპარატისტული მედიის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც "2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმდებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა, 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორების შედეგად გარდაიცვალა".
სეპარატისტული ცხინვალის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ახალგორში დღისით დააკავეს სამართალდამცველებმა და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, "რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა".
"მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა, მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა.
აღნიშნული მცდელობა აღკვეთილი იყო და მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის გარდაიცვალა", – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
აქვე ნათქვამია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ.