"მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით"
11:07:13     23-02-2018
დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამბობს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა და საქართველოს მთავრობამ ისინი დაუცველი არ დატოვა. თუმცა არსებობს საფრთხე მის მიმართ, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ილაპარაკებს.
"მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა დაუცველად არ დატოვა ჩემი ოჯახი. ეს ფაქტი საპატიმროში დიდ სულიერ ძალას მაძლევდა. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაბამის სამსახურს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა,