ოფიციალურ ბერლინი გაეროში რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს

  11:08:34     23-02-2018

ოფიციალურ ბერლინი გაეროში რუსეთის პოზიციას აკრიტიკებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი იცავს რეჟიმს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

სირიის გუთას რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი, რომელიც 30-თ დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რუსეთმა დაბლოკა.

ქვეყნის წარმომადგენელმა ინფორმაციას, რომელსაც ადგილზე მომუშავე დამკვირვებლები ავრცელებენ, პროპაგანდა უწოდა.
გუთას რეგიონში სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიურ იერიშებს ბოლო მონაცემებით 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 ათასს გადააჭარბა.