აფგან მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტი დღეს იმსჯელებს
11:01:16     23-02-2018
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე, პარლამენტი დღეს იმსჯელებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის თემა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი იქნება, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
ოპოზიციამ შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტში შარშან, ივნისში წარადგინა.
ექნება თუ არა უმცირესობის წინადადებას მმართველი გუნდის მხარდაჭერა, დღევანდელი დებატების შედეგად გამოიკვეთება.