არგენტინაში, რუსეთის საელჩოდან 389 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

  00:50:16     23-02-2018

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში რუსეთის საელჩოდან 389 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. 

უშიშროების მინისტრის განცხადებით, ნარკოტიკები რამდენიმე ჩემოდანში იყო დამალული.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთისა და არგენტინის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოძიებით, პოლიციის ერთი ოფიცერი და რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია დაკავებული.