რას წერდა Facebook-ზე თემქაზე ყოფილი შეყვარებულის მიერ მოკლული გოგონა?

  00:08:00     23-02-2018

თემქაზე ახალგაზრდა გოგოს ანა ნაცვლიშვილის მკვლელი დადგენილია. ის მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა.

„სიყვარული: ბუმბულივით ჰაეროვანი, მოკლე სიტყვა, და ნემსივით, ან სამართებლის პირივით ბასრი, ის შენი ცხოვრების შუაგულში ესობა და მას ორად ხლეჩს – მანამდე და მას შემდეგ, შენს თვალწინ სამყარო ორ ნაწილად იყოფა. მანამდე და მას შემდეგ – შუალედი კი ამ ბასრ ნემსზე არც განიერია და არც- გრძელი“,- აღნიშნული სიტყვები გარდაცვლილმა გოგონამ გასული წლის 10 დეკემბერს სოციალურ ქსელში განათავსა.