„ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი“
14:21:49     22-02-2018
ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძე მცირე და საშუaლო მეწარმეებისთვის განკუთვნილ ახალ საგადასახადო ინიციატივას.
„მცირე მეწარმეებს საერთო შემოსავლის გადასახადი მინიმუმამდე შეუმცირდებათ და 1%-ით დაიბეგრებიან, დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად. ასევე, მცირე ბიზნესისთვის წლიური შემოსავლის ლიმიტი იზრდება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა; შემოთავაზებული ცვლილებები დღეს 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას, თუმცა ჩვენი მოლოდინი გაცილებით დიდია - ამ რეფორმას აქვს ნახევარი მილიონი ახალი მეწარმის დაინტერესების პოტენციალი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.